"თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩატარების ითხოვენ

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მათ პრეზიდენტს პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართეს.

როგორც ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე პოლიტიკურმა ძალებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა მოძებნონ ის კონკრეტული გზა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა მდგომარეობიდან გამოვა.

"მივცმართეთ პრეზიდენტს, რომ შედგეს საგანგებო სხდომა, რომელზეც ყველა პოლიტიკური ძალა, აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენტური წარმომადგენლები ერთად ვიმსჯელებთ გამოსავალზე - ეს მოთხოვნა აქვს ყველა მოქალაქეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ექნება კონსულტაციების სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს",-განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივით შეხვდნენ. შეხვედრას ირაკლი ალასანია,  ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე და ნინო გოგუაძე ესწრებოდნენ.