ვლადიმერ პუტინი – უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა 15 თებერვალს, 00:00 საათზე

ვლადიმერ პუტინი – უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა 15 თებერვალს, 00:00 საათზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მინსკში მიღწეულია შეთანხმება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში, 15 თებერვალს, 00:00 საათზე შევა. 

ამის შესახებ პუტინმა მინსკში "ნორმანდიულ ოთხეულს" შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ორივე დაპირისპირებულ მხარეს მოუწოდებენ თავიდან აირიდონ სისხლისღვრა.