პაატა ზაქარეიშვილი - ევროპის ბედი დღეს მინსკში წყდება

პაატა ზაქარეიშვილი - ევროპის ბედი დღეს მინსკში წყდება

შეიძლება ითქვას, ევროპის ბედი დღეს მინსკში წყდება, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" მოლაპარაკებებს. 

ზაქარეიშვილის შეფასებით, აღნიშნული მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია მათ შორის საქართველოსთვისაც, თუმცა დამატებით შეფასებებს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც მოლაპარაკებები შედეგები გახდება ცნობილი.

მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა გუშინ დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. შეხვედრას უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები ესწრებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ასევე, შედგება შეთანხმებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალიც. დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა მმართველებმაც.