მთავრობის ადმინისტრაციაში თბილისის მერი დავით ნარმანია მივიდა. ნარმანია მთავრობის სხდომას შეუერთდა, რომელიც ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ნარმანია მთავრობის სხდომებს ხშირად ესწრება, თუმცა დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით თბილისის მერის მიერ მთავრობასთან შესათანხმებელი საკითხი გათვალისწინებული არ არის.
არ არის გამორიცხული, ნარმანიას მთავრობაში მისვლა თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავებას უკავშირდებოდეს.
მინისტრთა კაბინეტს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით 25 საკითხი აქვს განსახილველი, რომელთა შორისაც ერთი საიდუმლოა.
რაც შეეხება ბოდოკიას, იგი განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით გუშინ დააკავეს.