საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მსოფლიო ბანს პაატა ბურჭულაძეს საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭება.
დღეს პაატა ბურჭულაძეს 60 წელი უსრულდება. ქართველ საოპერო მომღერალს მიღებული აქვს 137 საერთაშორისო და სხვა მნიშვნელოვანი პრემია.
11:30 საათზე, მას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭება და აკადემიკოსის დიპლომის გადაცემის ცერემონია გაიმართება. 13:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოში ჩამოსული სტუმრებისთვის ოფიციალური მიღება მოეწყობა. სტუმრებს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II შეხვდება.
16:00 საათზე, კინოთეატრ "რუსთაველის" დიდ დარბაზში საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს იწვევს პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის - "ხმა" საპრემიერო ჩვენებაზე. ფილმის რეჟისორია ლევან კიტია.
19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასის" მიერ ორგანიზებული, პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.