შემთხვევა ქაბულში გამართული საპროტესტო აქციის დროს მოხდა.
აქციის მონაწილეები ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოში“ წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნებას აპროტესტებდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაცით, აქციაში 500 ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის მონაწილეთა სლოგანი იყო - „სიკვდილი საფრანგეთსა“ და „ისლამის მტრებს“.
დემონსტრანტებმა ჯერ საბურავები დაწვეს, შემდეგ კი პოლიციას ქვები დაუშინეს. შეტაკებისას მომხდარი სროლის ფაქტის გამოძიებას პოლიცია აწარმოებს.