დონეცკის ოლქის ქალაქ უგლეგორსკში პრორუსი სეპარატისტები საბრძოლო იერიშს არ წყვეტენ. უკრაინის პოლიტიკური-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, "ბოევიკები" ქალაქში დამატებითი ძალებისა და ჯავშანტექნიკის მობილიზებას ახდენენ.
მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე ყველაზე რთული ვითარება კვლავ რჩება დებალცევოში, სადაც ბოევიკებს მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ ცეცხლი უკრაინის სამთავრობო ძალებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში სამი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.