თებერვლის პირველ კვირას მზიანი ამინდია მოსალოდნელი

თებერვლის პირველ კვირას მზიანი ამინდია მოსალოდნელი

თებერვლის პირველ კვირას საქართველოში უმეტესად უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, ხვალიდან 3 თებერვლის ჩათვლით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 22 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 16 გრადუსი იქნება. 17 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი თბილისშიც.

სინოპტიკოსების განცხადებით, 4 თებერვალს საქართველოში ამინდი შეიცვლება და იწვიმებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 12 გრადუსამდე.

ამასთან, 5-7 თებერვალს საქართველოში კვლავ გამოიდარებს და მზიანი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 14 გრადუსამდე. თბილისში კი 11 გრადუსია მოსალოდნელი.