სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა შესახებ  დოკუმენტი შეიმუშავა

სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა შესახებ დოკუმენტი შეიმუშავა

სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე შეიარაღების გაყვანის თაობაზე დოკუმენტი შეიმუშავა.

უკრაინული მედიის ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც შესაძლოა მინსკში დღეს მოეწეროს ხელი, ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის.

სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მინსკში გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა ჩაიშალა. ეუთო-ს წარმომადგენელთა განცხადებით, დღეს მინსკში ელოდებიან ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებს.