პარიზში,

პარიზში, "ფემენის" აქტივისტებმა საუდის არაბეთის საელჩოსთან აქცია გამართეს

პარიზში, "ფემენის" აქტივისტებმა საუდის არაბეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, "ფემენის" ექვსმა ატივისტმა საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლების პრინციპების დარღვევა გააპროტესტა და მხარი დაუჭირა ბლოგერ რაიფ ბადაუის, რომელსაც საუდის არაბეთის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ათასი როზგი მიუსაჯა.

ოპოზიციონერი აქტივისტი და ბლოგერი რაიფ ბადაუის 2014 წლის მაისში საუდის არაბეთში დამნაშავედ სცენს ისლამის შეურაცხყოფაში. სასჯელის სახით ბლოგერი უკვე გაროზგეს 50-ჯერ.