პარლამენტში დეპუტატებს შორის პოლიტიკურმა გარჩევებმა პარლამენტის ფლიგელში გადაინაცვლა. ერთმანეთს ამჯერად საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გოგა ხაჩიძე და უმრავლეობის წევრი დავით ლორთქიფანიძე დაუპირისპირდნენ. მათ შორის მცირე შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.
მანამდე ფიზიკური დაპირისპირება დავით ლორთქიფანიძესა და უმცირესობის დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს შორის პლენარულ სხდმაზე მოხდა. ლორთქიფანიძის გაღიზიანება ხაჩიძის გამოსვლამ გამოიწვია, რომელიც ზესტაფონში სპორტული ინფრასტრუქტურის მშნებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით საუბრობდა.