ბედნიერები ვართ, რომ ევროპარლამენტში დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი ესწრება

ბედნიერები ვართ, რომ ევროპარლამენტში დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი ესწრება

ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ევროპარლამენტში დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ესწრება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებასა და საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იანოშ ჰერმანმა ასევე შეეხო ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიწვევასაც და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში ხშირად არიან მიწვეული სხვადასხვა პერსონები.

"მინდა ხაზი გავუსვა -  ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს ორი პირი დაესწრება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ისტორიული პროცესის ქვაკუთხედია", - განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში.