ახლა ურეკავენ უკრაინელ მინისტრებს და ყველა მაღალი დონის თანამდებობის პირს

ახლა ურეკავენ უკრაინელ მინისტრებს და ყველა მაღალი დონის თანამდებობის პირს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მთავრობაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების სხვადასხვა თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის საკითხს ეხმაურება"-საქართველო კარგავს საუკეთესო კადრებს. უკრაინამ წაიყვანა ჩვენი ბევრი კადრი, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?"ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებთან ვიდეო ჩართვისას განაცხადა

"როცა აცხადებდნენ, რომ უკრაინას შეიარაღება არ უნდა მისცეს დასავლეთმა იმიტომ, რომ ცუდია, როცა ჩამოგადეს თვითმფრინავი და ხმა არ ამოუღიათ... ახლა ურეკავენ უკრაინელ მინისტრებს და ყველა მაღალი დონის თანამდებობის პირს, და სამარცხვინო სერია განახორციელეს სატელეფონო ზარების, ამ საუბრებში უყვებოდნენ, რაც ასავალა-დასავალში წაგიკითხავთ, მოუყვნენ ჩამარხულ ცხედრებზე, როგორ დაახჩვეს ამ კანდიდატებმა ვიღაცეები და ა.შ. ნეკროფილური სისულელეები. ასავალ-დასავალი გახდა პროკურატურა და პროკურატურა - ასავალ-დასავალი. რამდენიც არ უნდა დაბერონ ლოყები და თქვან, რომ ესენი არიან ბრალდებულები, ბრალდებულები არიან მხოლოდ ივანიშვილისთვის." განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.