წყალდიდობის გამო ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია

წყალდიდობის გამო ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია

როგორც “პირWელს” აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, დღეს ბათუმში 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

ბათუმი-ქობულეთის სანაპირო ზოლზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელის მამუკა თურმანიძის განცხადებით, სამაშველო სამსახური ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

”ბათუმში დატბორილია რამდენიმე ქუჩა, უკვე ათი გამოძახება დაფიქსირდა. ზღვის სანაპიროებზე აღმართული წითელი ალმები დამსვენებლებს აფრთხილებს აღნიშნული აკრძალვის შესახებ. ქობულეთი-ბათუმის მონაკვეთზე წყალდიდობაა, როს გამოც მოძრაობა შეფერხებულია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ბრიგადები და მიმდინარეობს მანქანების ამოყვანა”, - აცხადებს თურმანიძე.