საქართველომ ინტერნეტთან წვდომის რეიტინგში მე-12 ადგილზეა

საქართველომ ინტერნეტთან წვდომის რეიტინგში მე-12 ადგილზეა

საქართველო ინტერნეტთან წვდომის რეიტინგში მე-12 ადგილზეა. ირკვევა, რომ საქართველომ ინტერნეტთან წვდომის თავისუფლების რეიტინგში, გასულ წელთან შედარებით, პოზიცია ოთხი ქულით გაიუმჯობესა. Freedom Housе-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს 26 ქულა აქვს. მათ შორის ინტერნეტის წვდომის წინააღმდეგობაში 8 ქულა (2012 წელს 9 ქულა), შინაარსის შეზღუდვაში 7 ქულა (2012 წელს 10 ქულა), მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მაჩვენებელში კი 11 ქულა (2012 წელს 11 ქულა).

რეიტინგის თანახმად, რეგიონის ქვეყნებს შორის უკრაინას 28 ქულა აქვს, სომხეთს კი- 29 ქულა. აზერბაიჯანს - 52 ქულა, რუსეთს - 54 ქულა, თურქეთს - 49 ქულა. აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ქვეყანას რაც უფრო დაბალი ქულა აქვს, იმ ქვეყნებში ინტერნეტით მომსახურეობის შეზღუდვა უფრო დაბალია

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე აგრესიული დამოკიდებულება ინტერნეტის მიმართ არის ირანში, კუბასა და ჩინეთი. ასევე აღსანიშნავია ბელორუსიც.

ესტონეთში ინტერნეტის შეზღუდვა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია და 9 ქულას შეადგენს. ესტონეთს რეიტინგში მხოლოდ ისლანდია უსწრებს. აშშ-სა და გერმანიაში ინტერნეტის შეზღუდვა 17 ქულითაა განსაზღვრული, დიდ ბრიტანეთში - 24 ქულით, საფრანგეთში 20 ქულით.