1 ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის პაკეტი გაიზრდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, 28 თებერვლის პროექტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ 3 კომპონენტს – გეგმიურ ამბულატორიას, გადაუდებელ ამბულატორიას და გადაუდებელ სტაციონარს მოიცავდა.
"პირველი ივლისიდან ერთი კომპონენტი – გეგმიური სტაციონარი ემატება, რომელიც თავისი მოცულობით სადაზღვევო მომსახურების მთლიან პაკეტს ბევრად აღემატება, ანუ დახმარების მოცულობა რამდენჯერმე გაიზრდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.