გურამ დონაძეს სავარაუდოდ, ბრალი უმძიმდება.
ამ წუთებში ის მთავარ პროკურატურაში იმყოფება. სავარაუდოდ, მას ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდების მუხლი ეცვლება.
როგორც ცნობილია, პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსგან უკვე მიიღო დასკვნა იმ ვიდეომასალის ექსპერტიზისა, რომელიც რობაქიძის საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ ექსპერტიზისთვის ამერიკის ფედერალურ ბიუროს გადაუგზავნა.