მთავარი პროკურორის მოადგილედ გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნა.
მანმადე გაბიტაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ამასთან, როგორც პროკურატურის პრეს-სამსახურში აცხადებენ, დღეს, 16:00 საათზე თბილისის პროკურატურაში დედაქალაქის რაიონების პროკურორების წარდგენა მოხდება.