მიხეილ სააკაშვილი: დღეს არის მცდელობა რევანშის იმ კადრების მიერ, რომლებიც ფულს აკეთებდნენ, ქრთამებით

მიხეილ სააკაშვილი: დღეს არის მცდელობა რევანშის იმ კადრების მიერ, რომლებიც ფულს აკეთებდნენ, ქრთამებით

,დღეს არის მცდელობა რევანშის იმ კადრების მიერ, რომლებიც ფულს აკეთებდნენ, ქრთამებით, ჩაწყობით, ნეპოტიზმით დაბრუნდნენ უკან და მთლიანად ხელში აიღონ მთლიანად საგანმანათლებო სისტემა", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროფესორებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დამანგრეველი იქნება განათლების სისტემისთვის.


,,დღეს არის მცდელობა რევანშის იმ კადრების მიერ, რომლებიც ფულს აკეთებდნენ, ქრთამებით, ჩაწყობით, ნეპოტიზმით დაბრუნდნენ უკან და მთლიანად ხელში აიღონ მთლიანად საგანმანათლებო სისტემა. როგორც პროკურატურტაში და პოლიციაში დიდი რაოდენობით ბრუნდებიან და მთავარ საქმეებს ძრავენ ის პროკურორები, რომლებიც თავის დროზე გამოჩენილნი იყვნენ ქრთამის აღებით, შევარდნაძის ეპოქაში, როგორც გამგეობებში, როგორც მთავრობაში სხვადასხვა დონეზე. Eეს ხალხი ცდილობს დაბრუნებას და განდევნას იმ წესიერი კადრების, რომელიც სახელმწიფო აპარატში არსებობს. Aახლა დადგა განათლების რიგი და სამწუხაროდ, განათლებაში ამას ექნება ყველაზე გრძელვადიანი და ყველაზე დამანგრეველი შედეგი", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.