კანდიდატები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის მეორე ტურში იბრძოლებენ

კანდიდატები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის მეორე ტურში იბრძოლებენ

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გამოავლინა ის 12 კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას და მათგან 6 უნდა გახდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.


ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს შემდეგმა კანდიდატებმა:

 

1. გოჩა მამულაშვილი – 90 ხმა.

2. ნინო ბაქაქური –88.

3. ვახტანგ თორდია – 88.

4. ევა გოცირიძე –87.

5. ეკატერინე გასიტაშვილი – 86.

6. კახაბერ სოფრომაძე – 85.

7. ლევან ხეცურიანი – 70.

8. მამუკა სონღულაშვილი – 58.

9. გია მეფარიშვილი 46.

10. მადი ჩანტლაძე – 43.

11. როინ მიგრიაული – 38.

12. დავით სულაქველიძე – 34.

"მოგეხსენებათ, რომ პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს 2/3–ს, ამასობაში ჩვენმა კოლეგებმა უმცირესობიდან უარი განაცხადეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე, შესაბამისად, ისევ არითმეთიკასთან გვაქვს საქმე. ცხადია, ეს მათთვის ცნობილი იყო, რომ მათი ხმების გარეშე 2/3 ვერ მოგროვდებოდა, ამიტომ იყო ჩენი შეთავაზება იმის თაობაზე, რომ პირველ ტურში ყველას მიგვეღო მონაწილეობა და მიგვეცა ხმა ჩვენთვის სასურველი კანდიდატებისთვის და თუ დაემთხვეოდა ჩვენი მოსაზრებები, გავიდოდა ვინმე 2/3–ით, თუ ვერ გავიდოდა, შეგვეძლო მერე გაგვემართა კონსულტაციები, რადგან 6–დან მინიმუმ 2 წევრი 2/3–ით უნდა გამოვავლინოთ. პირველი ტურის შედეგად, ცხადია, ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება არჩეული, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობდა მაქსიმუმ 91 დეპუტატი", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე.

 

თუ ორმა კანდიდატმა მაინც მეორე ტურშიც ვერ დააგროვა ხმების 2/3, მაშინ ამ ორი ადგილის დასაკავებლად კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.