ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაიაც და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც რეჟიმის მსხვერპლი არიან.
ამის შეახებ ხუხაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემს ბრალდებლებს თბილისის მერიც დაემატა. როგორც ჩანს, გიგი უგულავას მომავალში ექსპერტობაზე აქვს პრეტენზია. მე მინდა, განვმარტო, რომ დათა ახალაიასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ახალაიაზე ვთქვი, რომ ის რეჟიმის მსხვერპლია, მაგრამ ეს თავისთავად არ გამორიცხავს იმას, რომ ბაჩო და დათა ახალაიები დამნაშავეები არიან. უბრალოდ მათ ჰყავდათ დამკვეთი. მე სააკაშვილზეც მითქვამს, რომ ის მის მიერვე შექმნილი ურჩხულის მსხვერპლია", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ახალაიები დამნაშავეები არიან, თუმცა ფართო ადამიანური გაგებით, ისინი რეჟიმის მსხვერპლი არიან.