მთავრობის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამერბერგი დაინტერესდა, თუ რატომ გახდა ასეთი აქტუალური საქართველოში ელჩების თემა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს თომას ჰამერბეგრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ფანჯიკიძის თქმით, იგი ჰამერბერგს ყოველთვის ხვდება, როდესაც ის საქართველოში ჩამოდის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, შეხვედრაზე ბევრ თემაზე ისაუბრეს, მათ შორის ელჩების დანიშვნის თემაზე.
"იგი დაინტერესდა, თუ რატომ გახდა ეს თემა ასეთი აქტუალური საქართველოში. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და ჩვენ მოლოდინებზე ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე შევეხეთ მის გამოსვლას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომეტეტში. იგი ბრიუსელიდან ჩამოვიდა და მას ჩვენთვის ძალიან ბევრი ახალი ამბავი ჰქონდა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.