საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება შესაძლოა, სასარგებლო არ იყოს".
"ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აკადემიური და სამეცნიერო თავისუფლების პრინციპი უზრუნველყოფილი იყოს. მნიშვნელოვანია, კანონპროექტების განხილვა და მიღება, მაგრამ შესაძლოა, არ იყოს სასარგებლო ამ ნაბიჯების სწრაფად გადადგმა იმის გააზრების გარეშე, თუ რა შედეგი მოჰყვება ამას აკადემიური და სამეცნიერო", - განაცხადა ნორლანდმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დღეს პირველი მოსმნენით უნდა განიხილოს.