საპარლამენტო უმცირესობა მმართველ ძალას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ექვსი წევრის ასარჩევად კონსულტაცების გამართვას სთავაზობს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დღეს პარლამენტმა საბჭოს 6 წევრი უნდა აირჩიოს, საიდანაც ორი უმცირესობის კვოტაა და თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული იუსტიციის საბჭო ვერ დაკომპლექტდება.
"უმრავლესობას ვთავაზობთ, პარლამენტში წარდგენილი 35 კანდიდატიდან 10 პირზე კონსულტაციები გავმართოთ, საიდანაც 6 კანდიდატის შერჩევა მოხდება, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებას ის 6 კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს, რომელიც უნდა იქნეს არჩეული", - განაცახდა გიორგი ვაშაძემ.