"დროა, პრეზიდენტი ჩამოყალიბდეს, ოპოზიციაშია თუ ხელისუფალია"

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის გია ხუხაშვილის განცხადებით, დროა, პრეზიდენტი ჩამოყალიბდეს, ოპოზიციაშია თუ ხელისუფალია.

ამის შესახებ ხუხაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.

"გამომდინარე შედეგებიდან, ეს არის ფუჭი დროის კარგვა. დროა, პრეზიდენტი ჩამოყალიბდეს, ხელისუფალია თუ ოპოზიციაშია. ჯობია, რომ ის ყველაფერს პასუხისმგებლობით მოეკიდოს, მისი ვიზიტები იყოს ეფექტზე გათვლილი და არა უბრალოდ წინ და უკან სიარული და რაღაცა პოზიტიური შედეგი აჩვენოს ქვეყანას", - განაცხადა ხუხაშვილმა.