პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრების დამტკიცების საკითხი გადის. პარლამენტი ასევე ამტკიცებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორ წევრს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 6 ადგილზე 35 კანდიდატურა შეირჩა, ხოლო კოლეგიაში 2 ადგილზე - 5 კანდიდატურა.
ეს იუსტიციის საბჭოს ის კანდიდატები არიან, რომლებიც იურიდიული პროფილის ორგანიზაციების უმაღლესი სასწავლებლებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დასახელდა.
პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ახალი წესით დაამტკიცებს.
მათ ასარჩევად პირველ ტურში საჭიროა 2/3 ქვორუმი, თუ კანდიდატები ამ რაოდენობის ხმას ვერ მიიღებენ, ტარდება მეორე ტური, სადაც ხმათა უმრავლესობით შესაძლებელია 4 წევრის დამტკიცება, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან შერჩეული ორი კანდიდატი 2/3 ქვორუმით უნდა იყოს აუცილებლად დამტკიცებული