საქართველო სავიზო რეჟიმს ამკაცებს. საგარეო საქმთა სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაიხედება საქართველოს წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელმაც მსოფლიოს 114 ქვეყანასთან ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. დღეს ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა 360 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
" ამ ქვეყნებიდან ძალიან ცოტამ უპასუხა საქართველოს იგივეთი. უმეტესი ქვეყნებიდან ის რეაქციაც არ გვაქვს, რომ მათ ცნობად მიიღეს ჩვენს მიერ გაუქმებული სავიზო რეჟიმი. არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ამას არ უნდა აკეთებდეს", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი
მაია ფანჯიკიძე.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არ არის გამორიცხული მთელ რიგ ქვეყნებთან საქართველომ ისევ სავიზო რეჟიმის შემოიღოს. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც არ ფიქსირდება არც ტურისტის მიმოსვლა და არც ეკონომიკური დაინტერესება.