პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად, უნივერსიტეტების რექტორებს განათლების სამინისტროს წარდგენით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, თუ რექტორს ხარისხი არ აქვს, ის 30 დღის ვადაში ავტომატურად გათავისუფლდება და ყოველგვარი არჩევნებისა და აკადემიური საბჭოს ჩარევის გარეშე რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერი დანიშნავს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ სერგო რატიანის განცხადებით, ესაა უნივერსიტეტების ავტონომიურობის დასასრული და პირდაპირი მმართველობის განხორციელება.
”კანონპროექტი შესულია ბიუროზე და მისი მთავარი დანიშნულებაა, შექმნან მექანიზმი, რომლითაც თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის მართვას შეძლებენ” - განუცხადა ”აქცენტს” რატიანმა.