უშიშროების საბჭოს სხდომას საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი ესწრება.
სხდომა ამ წუთებში პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
სხდომა ქვეყნის პირველმა პირმა გახსნა და მან ამ შემადგენლობით უშიშროების საბჭოს მუშაობის განახლებას პოზიტიური მოვლენა უწოდა.
სხდომას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, თბილისის მერი გიგი უგულავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები ლევან დუჩიძე და თამარ კინწურაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე ესწრებიან.