პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ტრადიციულად საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.
სხდომას ესწრებიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, უმცირესობის წევრები დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი, გიგი უგულავა, ანდრო ბარნოვი, თამარ კინწურაშვილი, გენშტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე.
უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საააკშვილმა "აისაფის" საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმისა და ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელების და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად მოიწვია.
უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არც ამჯერად დაესწრება. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველი თემები საინტერესოდ არ მიაჩნია.