პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი აშშ-ში წელს შედგება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ ზუსტად ვერ იტყვის, გაიმართება თუ არა ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, თუმცა, პრემიერ-მინისტრი ამერიკას წელს აუცილებლად ეწვევა.
"აშშ-სგან ველოდებით მაღალი დონის ვიზიტს. სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მე დავპატიჟე საქართველოში და თანხმობა განაცხადა ჩამოსვლაზე. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი წელს აუცილებლად შედგება, მაგრამ ზუსტი თარიღის თქმა არ შემიძლია", – აღნიშნა ფანჯიკიძემ.