რექტორისა და დეკანის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება. აღნიშნულ საკითხს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს , რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა და მთავრობის მიერ მომზადდა.
წარმოდგენილი ცვლილებებით, აკადემიურ პერსონალის შემადგენლობას ახალი აკადემიური თანამდებობა – ასისტენტი ემატება, რომელიც პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ახორციელებს.
ამასთან, დოქტორანტი ვეღარ დაიკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანანმდებობას.
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თანამდებობრივი სარგოები შემდეგნაირად განისაზღვრება, რექტორის თანანმდებობრივი სარგო პროფესორის თანანმდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,15 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,35 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში განისაზღვრება.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანანმდებობრივი სარგო 1,15 კოეფიციენტზე არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში განისაზღვრება.
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის თანანმდებორივი სარგო განისაზღვრება არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში.