პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილს განცხადებით, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განაწყენებულმა უარი თქვა ელჩობაზე.
ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, სადაც უშიშროების საბჭოს სხდომას გამოეხმაურა.
"ფანჯიკიძე მიდის ამ შეკრებაზე. მას აქვს შეკითხვები, რატომ არ თანამშრომლობს პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. რატომ უშლის ამდენ ხანს ელჩების დანიშვნის პროცესს ხელს. მინდა, გამოვეხმაურო თედო ჯაფარიძის ბოლოდროინელ განცხადებას, რომელმაც განაწყენებულმა უარი თქვა ელჩობაზე, რამეთუ რამდენიმე თვის განმავლობაში აზრსაც არ გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი. ასეთი კითხვები აქვს ფანჯიკიძეს და კიდევ ის, რომ მოძრაობს ეს კაცი ერთ პირში. რისთვის დადის, სად დადის, ეს ყველაფერი შეთანხმებული უნდა იყოს. თუ ის ქვეყნის პრეზიდენტია, მან უნდა ითანამშრომლოს სამინისტროებთან", - განაცხადა ივანიშვილმა.