პარლამენტში ხვალ გაეროსა და ნატოში წარდგენილ ელჩობის კანდიდატებზე იმსჯელებენ. როგორც ცნობილია, გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი ელჩის პოსტზე ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრესსპიკერის, კახა იმნაძის კანდიდატურა, ხოლო ნატოში - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლევან დოლიძის კანდიდატურა შეირჩა.
წარმოდგენილ კანდიდატურებს ხვალ დეპუტატები საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე შეხვდებიან და მათ ხედვებს გაეცნობიან.
სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას საკითხი პლენარულ სხდომაზეც გავა და მათ დამტკიცებაზე პარლამენტი უმრავლესობით თანხმობას განაცხადებს.