პარლამენტში საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი მომზადდა. პროექტის ავტორი და ინიციატორი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილია.
საუბარია სრულიად ახალ კანონპოექტზე, რომელიც საკანონმდებლო დონეზე სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო ფონდებს განსაზღვრავს, ადგენს მათი შექმნის წესსა და უფლებამოსილებებს.
პროექტში მოცემულია რეგულირებადი საინვესტიციო ფონდების სახეები. კერძოდ, საპაიო საინვესტიციო ფონდი, სააქციო საინვესტიციო ფონდი - მათ შორის ვენჩურული კაპიტალის ან კერძო სააქციო ფონდი, გათვიცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი და სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდები, რომლებიც რეგულირებულია კანონმდებლობით.
პროექტით დეტალურად განიმარტება საინვესტიციო ფონდების შექმნის წესი, უფლებამოსილება და ჩამოთვლილია ის საქმიანობებიც, რომელიც ამგვარ ფონდებს ეკრძალება.
კანონპოექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.