იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, გასაოცარია, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოში ყველაზე ოდიოზური ფიგურა უპრობლემოდ - პირველივე ტურში აირჩია.
"მოსამართლეებმა მართალია, უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს, მაგრამ მიიღეს ის, რაც ჩათვალეს, რომ კარგია. ახლა ეს გადაწყვეტილებები საჭიროებს შემოწმდეს პრაქტიკაში, რათა დავინახოთ, რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელი საქმიანობა შეუძლიათ იმ ადამიანიებს, ვინც აირჩიეს. რა თქმა უნდა, გასაოცარია, რომ ყველაზე ოდიოზური ფიგურა, რომელიც ასეთად მოიაზრება საზოგადოებაში, პირველივე ტურში - უპრობლემოდ იქნა არჩეული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოსამართლეთა კონფერენციამ გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი მოსამართლე აირჩია. მათ შორის პირველივე ტურში მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ ზაზა მეიშვილმა გაიმარჯვა.