პრემიერ-მინისტრის ეკონომიური მრჩევლის გია ხუხაშვილის განცხადებით, ის ისეთ ექსკლუზიურ ფაქტებს ფლობს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომ მისთვის ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავს.
"მაქვს ექსკლუზიური თემები ვანო მერაბიშვილზე, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა არ შემიძლია, რადგან მხოლოდ მერაბიშვილს კი არ დავაზარალებ, არამედ მეორე მხარესაც, ანუ ხარკის გადამხდელს. ხარკის გადამხდელები მოქმედი ბიზნესსტრუქტურები არიან, რომლიებიც ხარკს იძულებით იხდიდნენ ფორმალური გაგებით. ისინი დანაშაულის თანამონაწილეები არიან. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ და და ალბათ გარკვეული ტიპის ამნიისტიის მიღება მაინც დაგვჭირდება. ბიზნესის გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებს ხარკი ერთ-ერთ სალაროში მიჰქონდათ, რომელიც სავარაუდოდ ვანო მერაბიშვილს უკავშირდებოდა. საკმაოდ დიდი ფულიც მიჰქონდათ. ისინი ყოველთვიურად ერთ-ერთ მოლარის სახელსა და გვარს არ დავასახელებ. დაახლოებით რამდენიმე მილიონს თვეში, ერთი კონკრეტული ბიზნესსეგმენტიდან. ამაზე მეტს ვერ გეტყვით, არ მინდა ეს ადამიანები დავაზარალო. ეს იყო მაფია, სადაც კრიმინალი კი არ თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, თვითონ ხელისუფლება იყო ორსახოვანი, რომელიც თავის თავში ატარებდა კრიმინალურ ტექნოლოგიებს. ამაყობენ, რომ "ქურდული სამყარო" კი არ დაამარცხეს და განდევნეს, არამედ, რეალურად ქურდის ფუნქციები შეითავსეს და ფაქტობრივად, პროკურატურის საშუალებით, ქურდული მეთოდებით იპყრობდნენ სხვდასხვა ბიზნესს. პრინციპში, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, შარანგიები... ქურდები იყვნენ, ეს იყო კარგად სტრუქტურირებული ვერტიკალური სისტემა, რომელსაც თავისი "ნათლიმამა" - მიხეილ სააკაშვილი ჰყავდა" -აცხადებს გია ხუხაშვილი გაზეთ "ვერსიასთან" საუბრისას.