შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოკვეთილია კიდევ უფრო მძიმე ბრალდებები, რაზეც ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ".
ამის შესახებ შს მინისტრმა გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"მერაბიშვილის დაპატიმრების დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი, მაგრამ მითხრეს, რომ მისი დაკავების დღეს ხალხში საზეიმო განწყობა სუფევდა. ეს კარგია, თუ ცუდი, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ სამართლიანობის აღდგენა საზოგადოების უპირველესი დაკვეთაა და ხალხი დამნაშავეების დასჯას ელოდება. მერაბიშვილს საკმაოდ მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული, მაგრამ მის მიმართ გამოკვეთილია კიდევ უფრო მძიმე ბრალდებები, რაზეც ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, მერაბიშვილი მსხვერპლად და პოლიტპატიმრად გამოცხადონ, აბსოლუტურად უსუსურია, რადგან საზოგადოება კიდევ დამატებით გაიგებს, რა მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი მერაბიშვილს", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძიან, რომ ‘’მერაბიშვილის დაპატიმრება აბსოლუტურად სამართლიანი იყო".