საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში საპატიმრო დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებები არ შედიოდა, ჰგავს იმას , საბჭოთა კავშირის დროს სექსი რომ არ იყო", - აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საანგარიშო კონფერენციაზე გააკეთა.
სოზარ სუბარის თქმით, წინა წლებში ათეულობით საქმეა აღძრული ისეთ საქმესთან დაკავშირებით როგორიც არის ციხეებში ნარკოტიკების, მობილური ტელეფონისა და სხვა აკრძალული ნივთების შეტანა.
მინისტრი ამბობს, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებისაგან არც ერთ ქვეყანაში ციხეები დაცული არ არის, მაგრამ მთავარია განხორციელდეს კონტროლი და შესაბამის დანაშაულებზე სათანადო რეაგირება.