ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონას დღეს ევროპელი დიპლომატების კიდევ ერთი დელეგაცია სტუმრობს. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით , ლატვიის სეიმის წარმომადგენლები შიდა ქართლში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ.
დელეგაციის წევრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისში მართავენ შეხვედრას, რის შემდეგაც, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე ქართულ სოფლებში გაემგზავრებიან.
დიპლომატები ვითარებას ე.წ. საზღვრის პერიმეტრზე რამდენიმე ადგილზე შეისწავლიან.