სასჯელაღსარულების მინისტრი სოზარ სუბარი არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას თანამდებობის უახლოეს პერიოდში დატოვების შესახებ. როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა, თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.
ამასთან, სუბარის განმარტებით, რიგი მედიასაშუალებების მხრიდან მისი ინტერვიუ არასწორად იქნა გაგებული და ამის გამო გავრცელდა ინფორმაცია, მისი თანამდებობის დატოვების შესახებ.
როგორც სუბარმა განმარტა, იგი ინტერვიუში ამბობს, რომ მინისტრად დანიშვნიდან 6 თვეში ის ძირითადი მისია, რომელიც გაარადამიანურებული სასჯელაღსრულების სისტემის ადამიანურად ქცევას ემსახურებოდა, მან ამოწურა.
როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული მისიის ამოწურვა არ ნიშნავს, რომ საქმე სისტემაში აღარ დარჩა.
"შეიძლება 20 წლის შემდეგაც ვთქვა, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საქმე ყოველთვის იქნება, თუმცა ძირითადი მისია, რომელიც სისტემის გაადამიანურებას გულისხმობს, შევასრულე. მაგალითად 5 თვეში ფიქსირდება რომ 11 პატიმარი გარდაიცვალა სისტემაში, რაც ბევრად ნაკლებია ვიდრე იყო ძველად. ეს იმიტომ, რომ პატიმრების ჯანმრთელობას ექცევა უზარმაზარი ყურადღება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.