საქართველოში 12-14 ივნისს გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს. ნალექი დღის ბოლოსთვის შემცირდება. ჰაერის ტემპერატურა თბილისში 20 გრადუსამდე იქნება, მთელის ქვეყნის მასშტაბით კი 19-24 გრადუსამდე.
სინოპტიკოსთა განცხადებით, ხვალ შედარებით უკეთესი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ზოგიერთ რაიონებში წვიმა შენარჩუნდება. მათ შორის დროგამოშვებით იწვიმებს თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოში 27 გრადუსი იქნება.
12-14 ივნისს კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიდარებს.