შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიების შედეგად სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში თურქეთისრესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული შაჰინ ემრე ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები: „მარიხუანა“ და 112 აბი„ექსტაზი“ ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული „მარიხუანის“ საერთო წონა 49,34 გრამია.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).