ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში ეზოები და რამდენიმე სარდაფი დაიტბორა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სააგენტოდან აცნობეს, ძლიერი წვიმის გამო 15-მდე გამოძახება დაფიქსირდა. მოსახლეობა ძირითადად დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ითხოვდა. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეზოების დატბორვა სანიაღვრო ქსელების გაჭედვამ გამოიწვია, რის გამოც, ზოგიერთ შემთხვევებში მაშველები მოსახლეობას დახმარებას ვერ უწევდნენ.