იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარე მოსამართლე მამუკა ახვლედიანი გახდა.
მამუკა ახვლედიანი მოსამართლეთა მე-10 კონფერენციამ 197 ხმით აირჩია. იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარის არჩევნების დროს სულ დარბაზში 222 მოსამართლე იმყოფებოდა.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თანამდებობაზე მამუკა ახვლედიანს კონკურენტი არ ჰყავდა. მოსამართლეებმა ერთ-ერთ კანდიდატად თემურ თოდრია დაასახელეს, თუმცა თავად თოდრიამ კანდიდატურა მოხსნა.
ამასთან, ხმის დამთვლელ კომისიას 4 წევრი დაემატა და ამჟამად იგი 7 წევრისგან შედგება. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარედ - ინგა კვაჭანტირაძე, სხდომის მდივნად კი შორენა ყაველაშვილი იქნა არჩეული.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით სააკაშვილი შეცვალა.