თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "გმირებმა თავი ჩვენი მომავლისთვის გადადეს და საქართველო ამას დააფასებს".
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა, "დღეს ყველა უნდა მივიდეს სამების საკათედრო ტაძარში და პატივი მიაგოს გარდაცვლილებს".
"მინდა, განსაკუთრებულად მივუსამძირო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მათ გავუფრთხილდეთ და ვუპატრონოთ. რაც შეეხება ამ გმირებს, მათ ნამდვილად ჩვენი მომავლისთვის გადადეს თავი და საქართველო ამას დააფასებს. დღეს გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, გამოთხოვება ჩვენს გმირებთან და ვთხოვ ყველას, თავისი მოსვლით და პატივის მიგებით ჩვენი გმირების მიმართ მხარდაჭერა და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატონ. ეს იქნება მხარდაჭერა, რომელიც ავღანეთში ჩვენს გმირებს სჭირდებათ", - განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ის დაჭერილი სამხედროების ექიმებს პირადად ესაუბრა და დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"მინდა, ყველა დაგაწყნაროთ, ყველა მათგანი არის სტაბილურად და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა ალასანიამ.