საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსამართლეებს მოუწოდებს, არჩევანი საკუთარი სინდისის შესაბამისად გააკეთონ.
ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს დღეს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენციის კომენტირებისას განუცხადა.
"არჩევნები, ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მოსამართლეს აქვს თავისი პირადი ნების გამოხატვის სრული თავისუფლება და ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია სხვა დინამიკაა შესული პროცესში. მე ერთადერთ რამეს ვურჩევდი მთავარ მოსამართლეებს, რომ დღეს დაივიწყონ ყველაფერი, რაც დღემდე მოისმინეს და არჩევანი საკუთარი სინდისის შესაბამისად გააკეთონ", - განაცხადა უსუფაშვილმა.