შსს–მ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს–მ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს–ს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და სამტრედიის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშორმლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს: წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული, მიხეილ კ, ძარცვისთვის ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული გიორგი კ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1962 წელს დაბადებული ანზორ ნ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 7 ივნისს, სამტრედიის რაიონის სოფელ ღვანირში, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღით ყაჩაღურად თავს დაესხნენ რევაზ მ–ს ოჯახს, საიდანაც სხვადასხვა ნივთები წაიღეს.

სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში გახსნეს. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ 179–ე მუხლის მე–2 და 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით).