საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს პროფესორ სტივენ ჯონსის წიგნის "საქართველოს პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე" პრეზენტაცია გაიმართა .
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად დაესწრო. სტივენ ჯონსის წიგნი წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომი, ბოლო ოცი წლის პოლიტიკური ისტორიის სინთეტიკურ ანალიზს.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა წიგნის ავტორს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ შექმნილი საინტერესო ნაშრომისთვის და წარმატებები უსურვა.