სააკაშვილი ვეტოს დადებით გატაცებულია და პროცედურულ ომს გვიცხადებას, - ასე შეაფასა ეკა ბესელიამ პრეზიდენტის მიერ ორ კანონპროექტზე ვეტოს დადება.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვეტოს დაძლევის პრობლემა რომ არ არსებობს, ეს უკვე ცნობილია და პარლამენტის უმრავლესობა ალბათ დარჩება იმ პოზიციაზე, რა პოზიციასაც უყარეს კენჭი გასულ პლენალურ სხომაზე.
"ჩვენ გავეცნობით, რა შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვა სააკაშვილმა. თუმცა, ეჭვი მეპარება, იქ იყოს ისეთი რამ, რომელიც ჩვენ გადაგვაფიქრებინებს და მიგვაღებინებს სხვა გადაწყვეტილებას. პროცედურული ომი გამოგვიცხადა უმცირესობამ პარლამენტში. გვითხრეს, რომ ხელს შეგიშლით, რითიც შეგვიძლიაო. ვფიქრობ, ეს ვეტოს დადებაც ამ პროცესის გაგრძელებაა. სხვაგვარად არა მგონია, რაიმე განსაკუთრებული მოსაზრება მოვისმინოთ იმ დაბრუნებულ კანონპროექტში, რომელმაც უნდა დაგვაფიქროს და მიგვაღებინოს სხვა გადაწყვეტილება", _ აღნიშნა ბესელიამ.